კონტაქტი
ჩვენი ლოკაცია
ქ.თელავი ქართული უნივერსიტეტის ქუჩა №1
ტელეფონი
+995 577 50 49 99ელ-ფოსტა
telavi.prestige@gmail.comსამუშაო საათები
ორშაბათი - პარასკევი
09:00 - 18:00
„პროფესიული მასწავლებლების მობილობა‘
პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი – „პროფესიული მასწავლებლების მობილობა‘‘ ხორციელდება, რომელიც უცხოელი ექსპერტების მიერ ადგილობრივი კოლეჯების მასწავლებლების გადამზადებას გულისხმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე თელავის კოლეჯ „პრესტიჟს“ ესტუმრა და პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
მინისტრის მოადგილემ უცხოელ ექსპერტებს მადლობა გადაუხადა ქართველი მასწავლებლებისა და სტუდენტების ხელშეწყობისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის, ასევე, მასპინძელ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.
მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საერთაშორისო პროექტების განხორციელება ხელს უწყობს უცხოური გამოცდილების გაზიარებას, სიახლეების დანერგვას, სწავლა-სწავლების მეთოდის გაუმჯობესებას, სტუდენტებისა და მასწავლებლების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და პროფესიული განათლებისა და კონკრეტული პროფესიების პოპულარიზაციას.
პროფესიული მასწავლებლების მობილობის პროექტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სენიორ ექსპერტთა სერვისთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის ევროპული გამოცდილებისა და სტანდარტის გაზიარება. დეტალურად იხილეთ ბმული
ქ.თელავი ქართული უნივერსიტეტის ქუჩა №1
ორშაბათი - პარასკევი
09:00 - 18:00