უკან
კოლეჯის ისტორია
ა(ა)იპ კოლეჯი ,,პრესტიჟი“ თელავის ,,დავით ციციშვილის სახელობის ხალხური რეწვის პროფესიული ლიცეუმის”, თელავის ,,სასოფლო-სამეურნეო პროფესიული სასწავლებლის” და თელავის ,,ტექნიკური კოლეჯის” საგანმანათლებლო ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელია, რომელიც აღნიშნული სასწავლებლებლების ბაზაზე დაფუძნდა 2007 წელს თელავის პროფესიულ კოლეჯად, 2011 წლიდან პროფესიული კოლეჯი ჩამოყალიბდა სსიპ პროფესიულ კოლეჯად - ,,პრესტიჟი”, 2012 წლიდან ატარებდა ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯის ,,პრესტიჟი” სტატუსს, ხოლო 2019 წლიდან - ა(ა)იპ კოლეჯის ,,პრესტიჟი“ სახელს. კოლეჯი წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს. იგი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით ,,პროფესიული განათლების შესახებ“, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის”, სხვა ნორმატიული აქტებით და საკუთარი წესდებით. ა(ა)იპ კოლეჯი „პრესტიჟი“ თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე საკმაოდ კონკურენტუნარიანია კახეთში და მას აქვს განვითარების დიდი პოტენციალი. აღნიშნული უპირატესობა გადამწყვეტია კოლეჯის შემდომი განვითარებისთვის. კოლეჯი თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და შემდეგ დაწესებულებებთან: ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი“, ,,სასწავლო გეგმებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრი“, საგანმანათლებლო ინსტიტუტები, ,,საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ და სხვა სოციალურ პარტნიორებთან. კოლეჯი, ძირითადად, ორიენტირებულია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაზე, პიროვნების პროფესიულ განვითარებასა და ,,მთელი სიცოცხლის მანძილზე’’ განათლების მიღების ხელშეწყობაზე. შესაბამისად, კოლეჯი უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას. საკუთარი ხედვის განხორციელების პროცესში კოლეჯის მნიშნელოვანი სტრატეგიული პარტნიორებია: თელავის მუნიციპალიტეტის მერია, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო სექტორი, დამსაქმებელთა ფორმალური და არაფორმალური გაერთიანებები, საერთაშორისო პარტნიორები.