კოლეჯის მიზნები

უკან

განახორციელოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები;

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შექმნას ადაპტირებული გარემო და საგანმანათლებლო პირობები;

გააძლიეროს ბაზრის საჭიროებების კვლევის კომპონენტი ბაზრის რეალური საჭიროებების დადგენის მიზნით;

საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ხელი შეუწყოს დამსაქმებელთა მონაწილეობას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს დაინტერესებულ მხარეთა საჭიროებები და ინტერესები;

მოახდინოს სწრაფი გადასვლა ჩარჩო - დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე;

პედაგოგიურ პერსონალს შეუქმნას ღირსეული პირობები და იზრუნოს მათი პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები, შექმნას შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და იზრუნოს მუდმივი განახლებისათვის სტანდარტების შესაბამისად;

ხელი შეუწყოს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელის აქტიურ დანერგვას სხვადახვა მიმართულებით;