პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“
 
 
 
გასულ კვირას პროფესიულმა კოლეჯმა ბიბერახიდან საჩუქრად მიიღო სასკოლო ინვენტარით დატვირთული კონტეინერი
 

 ქ. თელავისა  და გერმანიის რესპუბლიკის ქ.ბიბერახის პარტნიორული ურთიერთობა 30 წელს ითვლის.  აღნიშნულ ურთიერთობაში ქალაქის მერიასთან ერთად პროფესიული კოლეჯი ,,პრესტიჟი’’ აქტიურად არის ჩართული. გერმანელი პარტნიორები ხშირად სტუმრობენ კოლეჯს და კარგად ერკვევიან მის საჭიროებებში. პარტნიორობის ფარგლებში კოლეჯის ექვსმა მასწავლებელმა გაიარა პროფესიული გადამზადება ქ.ბიბერახის პროფესიულ სკოლაში. მიმდინარე წელი კი ბიბერახის პარტნიორულმა კომიტეტმა გამოაცხადა სოციალურ წლად, რომლის ფარგლებშიც კოლეჯის სტუდენტებს სთავაზობენ ერთ წლიან პრაქტიკას ბიბერახში, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობით.

 გასულ კვირას პროფესიულმა კოლეჯმა ბიბერახიდან საჩუქრად მიიღო სასკოლო ინვენტარით დატვირთული კონტეინერი, რომლის გადმოცემაშიც დიდი წვლილი მიუძღვით ბიბერახის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელს საბინე ენგელჰარდს და ბიბერახის საკრებულოს წევრს რაინერ ენცინგერს.

    პროფესიული კოლეჯის ,,პრესტიჟი’’ ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები უღრმეს მადლობას უხდიან ქალბატონ საბინეს, ბატონ რაინერს, თელავის მუნიციპალიტეტის მერია, ტურიზმის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს ქალბატონ მანანა ინაშვილს და ყველა იმ ადამიანს რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ კეთილშობილურ საქმეს, გულისხმიერება გამოიჩინეს და მხარში დაუდგნენ პროფესიულ კოლეჯს, მისთვის მეტად საჭირბოროტო საქმის მოგვარებაში.

 
მნახველთა რაოდენობა: 201