პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“
 
 
 
ა (ა)იპ პროფესიულ კოლეჯში ,,პრესტიჟი’’ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სტუდენტთა ინდივიდუალური თავისებურებანი პროფესიულ განათლებაში
 

ა (ა)იპ პროფესიულ კოლეჯში ,,პრესტიჟი’’ მიმდინარე წლის 20-24 ივლისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებლებისათვის   ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სტუდენტთა ინდივიდუალური თავისებურებანი პროფესიულ განათლებაში, რომლის თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სწავლისადმი დიფერენცირებული მიდგომა; სტუდენტთა ასაკობრივი თავისებურებები; მოტივაციის თეორიები; კოლბის თეორია - სწავლის სტილი; მრავალმხრივი ინტელექტის თეორია; ინკლუზიური განათლება; პროფესიული განათლების პრინციპები; ეფექტური კომუნიკაცია; კონფლიქტი; მოლაპარაკების უნარი. ტრენინგს უძღვებოდა პროგრამის მენეჯერი ნანა მონიავა.

 კოლეჯის მასწავლებლებმა წარმატებით გაიარეს ტრენინგი და აქტიური მონაწილეობა მიიღეს სატრენინგო აქტივობებში. კოლეჯის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის ქალბატონ ნანას საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისათვის.  

 
მნახველთა რაოდენობა: 157