პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“
 
 
 
პროფესიულმა კოლეჯმა ,,პრესტიჟი’’ მონაწილეობა მიიღო თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ გაიმართულ რიგით მეორე დასაქმების ფორუმში
 

2017 წლის 16 ივნისს პროფესიულმა კოლეჯმა ,,პრესტიჟი’’ მონაწილეობა მიიღო თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ გაიმართულ რიგით მეორე დასაქმების ფორუმში . ფორუმი ორგანიზებული იყო პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება’’ ფარგლებში. ფორუმის ფარგლებში კახეთის რეგიონში მოქმედმა მცირე და საშუალო საწარმოს ხელმძღვანელებმა სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შესთავაზეს ვაკანსიები და მისცეს მათ საშუალება , როგორც დასაქმების ასევე სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის. ფორუმზე წარდგენილი იყო პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება’’ შუალედური შედეგები. ფორუმს სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თვითმმართველი ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, თვითმმართელი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, შშმ პირთა უფლებების დაცვით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 
მნახველთა რაოდენობა: 267