პროფესიული კოლეჯი
„პრესტიჟი“
პროფესიული კოლეჯის ,,პრესტიჟი’’ სტუდენტთა ნამუშევრები გამოფენაზე
 

4 აპრილს ქ.თბილისში , პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დაფინანსებით, პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ  საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები , მათ შორის პროფესიული კოლეჯი ,,პრესტიჟი’’. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროფესიული კოლეჯის სტუდენტთა ნამუშევრები. 

ღონისძიება გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა.

 
მნახველთა რაოდენობა: 204