პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“
 
 
 
ღია კარის დღე ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯში ,,პრესტიჟი’’
 

22 მარტს ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯში ,,პრესტიჟი’’ საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით ჩატარდა ღია კარის დღე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ.თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და ვიცე-მერი  თენგიზ მთვარელიშვილი . კოლეჯის დამსაქმებლები , კოლეჯის წარმატებული კურსდამთავრებულები და  თელავის რაიონის სკოლების მოსწავლეები. ღონისძიება გახსნა კოლეჯის დირექტორმა კონსტანტინე დოლიძემ, მან მოსწავლეებს ესაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე კოლეჯის დღევანდელ და სამომავლო გეგმებზე,  დასაქმების პერსპექტივებზე. ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ აუდიტორიას გააცნო განათლების სამინისტროს მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები პროფესიული განათლების განვითარებისათვის . კოლეჯის კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს მათ მიერ განვლილი წარმატებული კარიერული გზის შესახებ.სკოლებიდან მოწვეული მოსწავლეები ყურადღებით გაეცნენ ღონისძიებაზე წარმოდგენილ პრეზენტაციას,  დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და  სტუდენტების ნამუშევრები, დააგემოვნეს მზარეულის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების ნახელავი ,,ფურშეტი’’

 
მნახველთა რაოდენობა: 327