პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“
 
 
 
საახალწლო ღონისძიება ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯში ,,პრესტიჟი’’
 

ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯში ,,პრესტიჟი’’ ჩატარდა საახალწლო ღონისძიება. კოლეჯის დირექტორმა  ბატონმა კონსტანტინე დოლიძემ,  დამსწრე საზოგადოებას     მიულოცა დამდეგი ახალი წელი და უსურვა წარმატებები სწავლასა და  შრომით საქმიანობაში.  ღონისძიებაზე  წარმოდგენილი იყო  სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა  მრავალფეროვანი შემოქმედება. აქვე მოეწყო პროფესიული სტუდენტის  შმაგი ხავაზურაშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა, ნაჩვენები  იყო  სტუდენტების მიერ ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი,   სადღესასწაულო  კონცერტზე წარმატებულად გამოვიდნენ  სტუდენტი ვასილ წერეთელი (პიანისტი- თურქეთისა და სომხეთის საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებული),  სტუდენტი - ზურიკო სპანდერაშვილი(მომღერალი, ჩეხეთ-პოლონეთის საერთაშორისო კონკურსების მეორე ადგილის მფლობელი, ასევე ბათუმის ,,დელფინის’’ და ფოთის ,,ფაზისის’’ კონკურსების გამარჯვებული). ,,სტილისტის’’ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა  გააკეთეს საღესასწაულო ვარცხნილობების საჩვენებელი გამოსვლა. ღონისძიება წარიმართა წინასაახალწლო განწყობის ფონზე, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი კოლეჯის სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტები. კოლეჯის დირექციამ ზეიმის მონაწილეებს უმასპინძლა ტკბილეულითა და სადღესასწაულო ტორტით.

 
მნახველთა რაოდენობა: 514