პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა საცდელი ტესტირება ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
✔ 4 სექტემბერს, დილის 09:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე ყველა აპლიკანტს სახლიდან გაუსვლელად შეეძლება ონლაინ ფორმატში გაეცნოს ტესტების ნიმუშებს და მოემზადოს გამოცდისთვის.
✔ საცდელი ტესტირების ბმული განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ➡ www.naec.ge
➡ შეგახსენებთ, რომ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა გამოცდები ჩატარდება 5 და 6 სექტემბერს, აპლიკანტებისთვის წინასწარ განსაზღვრულ საგამოცდო ცენტრებში.
➡ https://naec.ge/#/ge/post/2234