საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps, საქართველოსა და სომხეთში, სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე დაიწყო. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს, ვინც ცხოვრობს ან საქმიანობს კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, აქვს სოციალური საწარმო, ან არსებული ბიზნესი და სურვილი, განვითარდეს სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ან არის სტარტაპერი სოციალური საწარმოს შექმნის იდეით.
ვებგვერდი: http://www.seag.geFacebook გვერდი: https://www.facebook.com/EU4YouthSEAG