ა(ა)იპ კოლეჯი „პრესტიჟი“
 
 
 
შეხვედრა კახეთის რეგიონში რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელ ფერმერებთან
 

 ამა წლის 15 ნოემბერს,ჩატარდა შეხვედრა ,,კახეთის რეგიონში რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელი ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით და ცოდნის გადაცემის გზით“ პროექტის ფარგლებში, რძის მწარმოებელ ფერმერებთან და მეწარმეებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ბატონი მამუკა მათიაშვილი და ქალბატონი თამარ სანიკიძე, სურსათის უვნებლობის ექსპერთი ქალბატონი ელენე გიორგაძე, კახეთის რეგიონის სავაჭრო პალატის თავმშდომარე ბატონი თენგიზ მთვარელიშვილი, ა(ა)იპ კოლეჯის ,,პრესტიჟი“ წარმომადგენლები.

შეხვედრაზე გაცნობილ იქნა მოკლევადიანი მოდულური ტრენინგ-პროგრამა ,,ყველის კეთების ოსტატი“, რომლის პილოტირება განხორციელდება კოლეჯის ბაზაზე გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით. სწავლებას განახორციელებენ კვალიფიცირებული და კომპეტენტური ექსპერტები.

კახეთის რეგიონის რძის სექტორში მომუშავე  ფერმერები და პერსონალი შეისწავლის ყველის წარმოებაში სურსათის უვნებლობის ზოგად პრინციპებს, მანქანა დანადგარების მუშაობის პრინციპებს, წათხის ყველის დამზადების ზოგად და კერძო ტექნოლოგიას, ყველის დამზადების თანმდევი პროდუქტების წარმოებას.

 
მნახველთა რაოდენობა: 483