ა(ა)იპ კოლეჯი „პრესტიჟი“
 
 
 
ლატვიის ელჩის ვიზიტი ა(ა)იპ კოლეჯში "პრესტიჟი"
 

მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ა(ა)იპ კოლეჯში „პრესტიჟი“ იმყოფებოდა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი ინგრიდა ლევრენცე, სადაც იგი საგანმანათლებლო დაწესებულების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. ელჩმა შეხვედრაზე ისაუბრა თელავსა და ლატვიის ქალაქებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. ასევე, კოლეჯის დირექტორთან შეხვედრაზე განხილულ იქნა კონკრეტული გეგმები კოლეჯის სამომავლო ურთიერთობებსა და გაცვლითი პროგრამების დანერგვა-განხორციელებასთან დაკავშირებით ლატვიაში მოქმედ შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

შეხვედრის პარალელურად, კოლეჯში გაიხსნა მოძრავი ექსპოზიცია „ლატვიის საუკუნე“, სადაც სპეციალური სტენდების საშუალებით მსურველებს შეეძლებათ გაეცნონ ლატვიის ისტორიას.

 
მნახველთა რაოდენობა: 210