ა(ა)იპ კოლეჯი „პრესტიჟი“
 
 
 
ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება კოლეჯ “პრესტიჟსა“ და ლიეტუვას რესპუბლიკის ქალაქ კედანიას პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრს შორის
 

ა(ა)იპ კოლეჯს ,,პრესტიჟი“  ესტუმრა ლიეტუვას რესპუბლიკის ქალაქ კედანიას პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ბატონი დანგირას კაჩინსკასი, ლიევუტას საგანმანათლებლო და პროფესიული სისტემისა და კედანიის პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრის წარსადგენად.

შეხვედრის პერიოდში, ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლობის  ხელშეკრულებას კოლეჯ "პრესტიჟსა" და კედანიის პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრს შორის. შეხვედრას დაესწრო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი შოთა ნარეკლიშვილი, თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი არჩილ თხლაშიძე და თელავთან დაძმობილებული გერმანიის რესპუბლიკის ქალაქ ბიბერახის წარმომადგენელი  ბატონი  რაინელ ატცინგერი.

 
მნახველთა რაოდენობა: 422