პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“
 
 
 
Erasmus+Youth პროექტი ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯში „პრესტიჟი“
 

Erasmus+Youth პროექტი ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯში „პრესტიჟი“

ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“, პოლონეთის ვოჟიეჩა კონფანტეგოს სახელობის ნომერ მეორე სასკოლო კომპლექსთან ერთად, ჩაერთო Erasmus + Youth პროექტში, რომლის ძირითადი მიზანია  ,,ჯანსაღი ცხოვრება-უკეთესი ცხოვრება“ .  პროექტის ფარგლებში ა/წ 7 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით იმყოფებოდნენ აღნიშნული სკოლის სტუდენტები და მათი პედაგოგი. ამ პერიოდის მანძილზე კოლეჯ „პრესტიჟის“ სტუდენტებთან ერთად განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის ლაშქრობა, სპორტული შეჯიბრებები, ქართულ-პოლონური კულინარიული მასტერ-კლასები, ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული ინტერაქტიული გაკვეთილები, ქართული და პოლონური ენებს შემსწავლელი გაკვეთილები,  თელავისა და, ზოგადად, კახეთის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

ა/წ 20-26 ოქტომბრის პერიოდში პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კოლეჯის პედაგოგისა და  სტუდენტთა ვიზიტი პოლონეთის ქალაქ იასტრებიე-ზდრუიში ვოჟიჩა კონფანტეგოს სახელობის ნომერ მეორე სასკოლო კომპლექსში, სადაც ჩვენი მოსწავლეები გაეცნობიან სკოლის სტრუქტურას, ეზიარებიან პოლონურ კულტურას და ჩაერთვებიან ხვადასხვა აქტივობებში.  

 

 
მნახველთა რაოდენობა: 39