პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“
 
 
 
პროფესიული კოლეჯის ,,პრესტიჟი’’ აპლიკანტებისათვის მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს ჩატარდა ღია კარის დღე
 

ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯის  ,,პრესტიჟი’’ აპლიკანტებისათვის   მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს ჩატარდა ღია კარის დღე, რომელიც გახსნა კოლეჯის დირექტორმა ბატონმა კონსტანტინე დოლიძემ. იგი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა პეროფესიული განათლების მნიშვნელობასა და პესპექტივებზე.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა ქალბატონმა თინათინ სალაყაიამ აპლიკანტებს მიაწოდა ინფორმაცია პროფესიული განათლების პრიორიტეტების შესახებ.  საქართველოს  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროფესიული ტესტირების კოორდინატორმა ქალბატონმა თამარ კაკუტიამ  ღონისძიებაზე აპლიკანტებს დეტალურად გააცნო პროფესიული ტესტირების სიახლეები და ინფორმაცია დაფინანსების მოპოვების შესახებ. კოლეჯის დირექტორმა ბატონმა კონსტანტინე დოლიძემ აპლიკანტებს, ხელშეწყობის მიზნით, შესთავაზა ინდივიდუალური კონსულტაციები საგნის მასწავლებლებთან სპეციალობების მიხედვით და აგრეთვე, კოლეჯის კომპიუტერული ბაზით სარგებლობა. 

 
მნახველთა რაოდენობა: 398