პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“
 
 
 
2018 წლის 19 აპრილს პროფესიულმა კოლეჯმა ,,პრესტიჟი’’ მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების რეგიონულ ფესტივალში
 

2018 წლის 19 აპრილს პროფესიულმა კოლეჯმა ,,პრესტიჟი’’ მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების რეგიონულ ფესტივალში, რომელიც ჩატარდა  თელავში ღია ცის ქვეშ ქალაქის ცენტრში. ფესტივალს სტუმრობდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი შოთა ნარეკლიშვილი , საკრებულოს თავჯდომარე ბატონი არჩილ თხლაშიძე,  რაიონის სკოლის მოსწავლეები, დაინტერესებული პირები. ადგილობრივი ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი ,,მუსიკის ქალაქი’’. კოლეჯის მიერ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო პროფესიული პროგრამები სტუდენტთა ნამუშევრებით. სტუდენტებმა ადგილზე განახორციელეს პროფესიული აქტივობები, მზარეულები მოწვეულ სტუმრებს მასპინძლობდნენ მათ მიერ მომზადებული ტკბილეულით, ვეტერინარები აგილზე უწევდნენ კონსულტაციას ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს, სტილისტები აკეთებდნენ საჩვენებელ ვარცხნილობებს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აპლიკანტთა რეგისტრაციის პროცესი. ღონისძიებაზე განხორციელდა პროფორიენტაციული ხასიათის  აქტივობები. პროფესიული სტუდენტების მიერ დარიგდა სარეკლამო ბეჭდური მასალა.

 
მნახველთა რაოდენობა: 524