პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“
 
 
 

                            კოლეჯის ისტორია

 

სსიპ პროფესიული კოლეჯი ,,პრესტიჟი“, როგორც თელავის  პროფესიული  სწავლების  ცენტრი, კახეთის  რეგიონის  სახელობო  პროფესიული მომზადების სასწავლო დაწესებულება, რაიონში არსებული სამი პროფესიული სასწავლებლის ოპტიმიზაციის შედეგად დაფუძნდა 2007 წლის ოქტომბერში, თელავის  ,,დავით  ციციშვილის  სახელობის  ხალხური  რეწვის  პროფესიული  ლიცეუმის”,  თელავის ,,სასოფლო-სამეურნეო  პროფესიული  სასწავლებლის”  და თელავის  ,,ტექნიკური  კოლეჯის”  ბაზაზე.

სსიპ პროფესიული კოლეჯის ,,პრესტიჟი“ რეორგანიზაციის საფუძველზე 2012 წლის 23 აპრილიდან შეიქმნა ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი ,,პრესტიჟი“.

ა(ა)იპ პროფესიული  კოლეჯის ,,პრესტიჟი”  მიზანია  პროფესიული საგანმანათლებლო  საქმიანობის  განხორციელება  და კვალიფიციური,  დიპლომირებული  სპეციალისტების  მომზადება.  მიზნის  მისაღწევად  იგი ანხორციელებს  შემდეგ  ამოცანებს: უზრუნველყოფს თვითოეული პროფესიული  სტუდენტის  განათლების,  პროფესიული მომზადების  და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით. ზრუნავს  პერსონალის  კვალიფიკაციის ამაღლებაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიული  სტუდენტებისათვის სწავლების  პირობების  შექმნაზე. ხელს  უწყობს  თანამედროვე  ცოდნისა  და  მეთოდების  გავრცელებას,  განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობას, საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამისი საგანმანათლებლო პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელ-ინსტრუქტორთა ურთიერთგაცვლას,  პროფესიული განათლების სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას. ანხორციელებს საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა  უფლებამოსილებებს. კოლეჯი წარმართავს კახეთის რეგიონის მასშტაბით პროფესიული გადამზადების პროგრამებს და აკონტროლებს პროფესიულ სტუდენტთა და გადამზადებულთა დასაქმებას.

კოლეჯი მთლიანად ორიენტირებილია რეგიონის კომპლექსურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, შრომის ბაზარსა და მოსახლეობის მოთხოვნებზე, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებას,  ახალი სპეციალობების გახსნას, უფრო ახლო კონტაქტების დამყარებას დამსაქმებლებთან, სწავლების შინაარსის დაახლოებას ადგილობრივი დამსაქმებლების მოთხოვნებთან და სხვა.

 

 
 
2017 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031