World Vision საქართველოს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში პროფესიულ კოლეჯმა „პრესტიჟი“ უკვე მეორედ უმასპინძლა კულინარიის ინტერესთა კლუბის წევრებს

World Vision საქართველოს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში პროფესიულ კოლეჯმა „პრესტიჟი“ უკვე მეორედ უმასპინძლა კულინარიის ინტერესთა კლუბის წევრებს. 11 მაისს კოლეჯს გურჯაანის რაიონის სოფ.ვაზისუბნის, ხოლო 5 ივნისს თელავის რაიონის სოფ.წინანდლის სკოლების ახალგაზრდული ინტერესთა ჯგუფის წევრები სტუმრობდნენ. მათ კულინარიული მასტერკლასები ჩაუტარდათ, რომელსაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „მზარეული“-ს პედაგოგი ქალბატონი ლეილა თარხნიშვილი ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ კერძების მზადებაში, რომელიც დასასრულს თავადვე დააგემოვნეს. მსგავსი სახის ღონისძიებებს და თანამშრომლობას კოლეჯი მომავალშიც გეგმავს.